9 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ მორიგ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა პარლამენტთან სიმბოლურად კუბო მიიტანეს და დაწვეს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
დემონსტრანტების მიერ რუსთაველის გამზირზე სასახლის დაწვის რიტუალს, რომელშიც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული, მმართველმა გუნდმა „სატანისტურ დამოკიდებულებად“ შეაფასა.
მამუკა მდინარაძე: „მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს კუბო სპეციალურად, ადგნენ და დაწვეს. რატომ ხდება ეს?! – იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას“
მდინარაძის განცხადებით, მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს დაწვა სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას.
კუბოს დემონსტრაციულად დაწვა განხილვის საგანი გახდა სოციალურ ქსელშიც, სადაც აქციის მონაწილეების ქმედებას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან, მათ შორის ტელეწამყვანი და მსახიობი, ია ფარულავა.
„მოკლედ, მეგობრებო.
კუბო, რომელიც დაწვეს აქციაზე, დამზადებულია ჩინეთში და მრავალი ვერსიაა ასეთი გამოსახულებების. ცხადია, სრულიად არაკანონიკურია და ქრისტიანულ არცერთ კონფესიაში არ ჯდება.
ალიბაბა კომ-ზე უამრავ მსგავს კუბოს ნახავთ გასაყიდს.
კრება დახურულია.
ნუ მისტირით, ქოცებო, თემუდან გამოწერილ ფიცრებს. კიდევ ერთი კოვზი ჩაგივარდათ ნაცარში აქციის გასაშავებლად“, – წერს ია ფარულავა.
მთავარ სლაიდზე გამოყენებული ფოტო: რადიო „თავისუფლება“
მოკლედ, მეგობრებო. კუბო, რომელიც დაწვეს აქციაზე, დამზადებულია ჩინეთში და მრავალი ვერსიაა ასეთი გამოსახულებების….
Posted by Ia Parulava on სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2024