LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ ნერვიულობ“ – გულშემატკივრის ემოციური შეხვედრა ლელა წურწუმიასთან: კადრებს მამულიჩა ავრცელებს

366
BeFunky-collage123412 3 4sdf (35)

სოციალურ ქსელში მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი, მამულიჩა, ემოციურ ვიდეოს ავრცელებს, რომელმაც არაერთი დადებითი შეფასება დაიმსახურა.

კადრებიდან ჩანს, რომ ლელა წურწუმია ერთ-ერთ გულშემატკივარს შეხვდა და მისი დიდი ხნის ნანატრი ოცნება აისრულა. შეხვედრისას გულშემატკივარი ძლიერ ემოციებს ვერ მალავდა, რასაც მომღერალმაც მაშინვე მიაქცია ყურადღება.

„ნუ ნერვიულობ“, – უთხრა ლელამ გულშემატკივარს, თბილად ჩაეხუტა და მასთან ერთად არაერთი სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებლების განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა – კომენტარებში გულშემატკივრები ლელა წურწუმიას გულწრფელობასა და ადამიანურ დამოკიდებულებას უსვამენ ხაზს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g