LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ შეგეშინდებათ ცხვირის წამტვრევის, ფეხის წამოკვრის, დაცემის, წამოდექით და გააგრძელეთ თქვენი საქმე”- FM ქოუჩი

8
zviadcikolianewsssch

გადაცემის ლაივი LIVE

არის თუ არა წარმატება სწორი სვლის დამსახურება – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ბრენდის ,,ციკოლია” დამფუძნებელმა ზვიად ციკოლიამ ისაუბრა.

რა არის წარმატება?

წარმატება ეს არის ნაწილობრივ გამართლება, თუმცა მუდმივად გამართლება არ გამოვა, მნიშვნელოვანია სწორი შრომა, ფუჭად არ უნდა დაკარგოთ დრო, სწორად უნდა იშრომოთ და გააანალიზოთ რისკენ მიდიხართ. უნდა იყოთ შეუპოვარი მიზნისკენ ლტოლვაში.

ნებისმიერი მიზანი შეიძლება ვაქციოთ რეალობად. ამის ნათელი მაგალითია ილონ მასკი, რომელსაც ჰქონდა მიზანი და აქცია რეალობად. უნდა იცოდეთ კომუნიკაცია საჭირო ადამიანებთან, რომლებიც დაგეხმარებიან მიზნების მიღწევაში.

როგორ მოქმედებს ადამიანებზე სირთულე?

სირთულე არის ყოველთვის. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანებზე. ნებისმიერი საქმე შეგიძლიათ აქციოთ მეორეხარისხოვნად და უბრალო მიზანი გახადოთ მნიშვნელოვნად. ხშირ შემთხვევაში ჩვენთან ადამიანები ეძებენ მიზეზს, თუ რატომ არ გამოუვიდათ საქმე და თავი იმართლონ. ყოველთვის არის იმედგაცრუება, მაგრამ ხელები არ უნდა ჩამოყაროთ. ხშირ შემთხევევაში ადამიანებს თავდაჯერებულობა აკლიათ, უნდა გქონდეთ შინაგანი სიძლიერე, არ მიაქციოთ ყურადღება სხვების აზრს, თუ გაქვთ მიზანი უნდა მიჰყვეთ მას. გარემოს ქმნის ადამიანი.

შეერთებულ შტატებს ჰყავს ილონ მასკი, სტივ ჯობსი, ბილ გეიტსი და სხვები, რადგან იქ ადამიანები არიან თავდაჯერებულები. ჩვენთან სამწუხაროდ, ადამიანებს ფრთებს ვაჭრით და თუ რამე პროცენტით აქვთ თავდაჯერებულობა, იმასაც ვაკარგვინებთ.

რამდენად რთულია ბიზნესის შენება?

გააჩნია ბიზნესს. მაგალითად სარესტორნო ბიზნესი გაცილებით მარტივია საქართველოში, ვიდრე საათების აწყობა. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული კლიენტის მოტყუებაზე. ჩვენ არ ვყიდით პროდუქტს, არამედ ადამიანებს ვანიჭებთ დადებით ემოციებს. ჩვენ გვინდა, ხალხი ბედნიერი იყოს.

რა სირთულეებს გადააწყდით ბიზნესის შენების დროს?

ქართველები ახლის მიმართ სკეპტიკოსები ვართ, თავიდან სერიოზული იუმორისტული კომენტარების ქარ-ცეცხლში მოვყევით, თუმცა ამან გუნდი არ გააჩერა, 6 თვეში ყველაფერი შეიცვალა, როცა დაინახეს ბრენდის დამოკიდებულება საქმისა და კლიენტების მიმართ. ჩვენ გვინდოდა ეს ბრენდი ყოფილიყო გრძელვადიანი და იმედია თაობები გააგრძელებენ ამ საქმეს.

მთავარი რჩევა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლა სურთ საქმის დაწყება…

ნუ შეგეშინდებათ ცხვირის წამტვრევის, ფეხის წამოკვრის, დაცემის, წამოდექით და გააგრძელეთ თქვენი საქმე. ნუ უსმენთ მათ, ვინც დაგცინით და თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი შეაქვთ, პირიქით, ეს უნდა იყოს მოტივაცია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები