LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ წახვალთ ეკლესიაში, გვაპატიებს ღმერთი – ამირან გამყრელიძე

488
ბბ

პაატა იმნაძის უმძიმესი განცხადების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს დარჩნენ შინ, იმისთვის, რომ მეორე იტალია არ მივიღოთ.

„ბოლო ორ-სამ დღეში ეპიდოლოგიური თვალსაზრისით ორი დიდი ნახტომი გავაკეთეთ. 3 დღის განმავლობაში ორჯერ გვქონდა 30-30 შემთხვევა. ეს უკე მიუთითებს იმაზე, რომ  შიდა გავრცელება უფრო მეტია, ვიდრე იდენფიცირებულია. ამიტომ საშიშროება კიდევ მეტია, ვიდრე ამას ვითავისებთ. პაატას სიტყვები სიმართლეს შეესაბამება. ჩვენ რამდენჯერმე პროგნოზებზე ვილაპარაკეთ. 10 მაისისთვის სავარაუდოდ გვეყოლება დაახლოებით 2000 დაინფიცირებული. თუ ოდნავ მოვეშვით და ჩანს, რომ თანდათან ვეშვებით, ეს კი უფრო მეტად მოსალოდნელია მომავალი ოთხი დღის განმავლობაში, ჩვენ შეიძლება გვყავდეს 5, 7 და 8 ათასი დაინფიცირებული. რომელიც უკვე ძალიან დიდი ტვირთი იქნება. 

მნიშვნელოვნად გადამწყვეტი იქნება წავალთ თუ არა ეკლესიებში მომდენო 4 დღის განმავლობაში.

ეს არ გამოჩნდება მეორე და მესამე დღეს, მაგრამ ეს შედეგს მოგვცემს 4-5 დღის შემდეგ“, – აღნიშნა გამყრელიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს შინ ილოცონ.

„ნუ წახვალთ ეკლესიაში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა ქვეყანაში გადავატაროთ სხვა ფორმით. ილოცებენ ჩვენი მამაოები. ილოცებენ ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნისა და ღმერთის წინაშე და ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. მიჭირს თქმა, მაგრამ მოგიწოდებთ, ნუ წახვალთ ეკლესიებში. ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, მეტი ქართველი გადარჩება, გვაპატიებს ღმერთი“, – აღნიშნა გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გამყრელიძის თქმით, თუ არსებული სცენარით წავედით, მაისის შუა რიცხვებისთვის 2000-დან 2500 -მდე შემთხვევა გვექნება. ინფექციას ვერ გავექცევით, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია, რაოდენ სწრაფად გამოვავლენთ და რაოდენ მსუბუქი შემთხვევები გვექნება.

„ჯანდაცვის სისტემა 2000 დაინფიცირებულს მოუვლის, მაგრამ 5000-ს და მეტს ვეღარ, როდესაც ძალიან ბევრი სარეამინაციო იქნება. ვერ მოუვლის მათ სახელმწიფო და გვექნება ბევრი მსხვერპლი.

არ გვინდა ვიყოთ მეორე იტალია. ამიტომ ნუ გავალთ სასაფლაოებზე და ნუ გავმართავთ იქ სმა-ჭამას. წელს გავაკეთოთ ეს გამონაკლისი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება ისეთ სპირალში შეგვიყვანოს, საიდანაც გამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g