„ამერიკსი ვარსკვლავის“ გამარჯვებული, ადამ ლამბერი, რომელსაც რამდენიმე მილიონი ალბომი აქვს გაყიდული და აშშ-ში ერთ-ერთი პოპულარულ ვარსკვლავად მიიჩნევა, ნუცა ბუზალაძის მენტორი გახლდათ ბოლო ტურში, სადაც ქართველ მომღერალს მონაწილეობის საშუალება მიეცა. ამის შემდეგ ის კონკურსს გამოეთიშა…
ნუცამ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, სადაც ჩანს, რა რჩევები მისცა ლამბერტმა მას სიმღერასთან დაკავშირებით.
ნუცამ დაწერა:
„არ აქვს მნიშვნელობა, რას გიზამდებს ცხოვრება, ცუდს თუ კარგს, შოუ უნდა გაგრძელდეს. ეს იყო ის მესიჯი, რომელიც მინდოდა, „ამერიკის ვარსკვლავიდან“, ჩემი საოცნებო პროექტიდან გამოთიშვამდე დამეტოვებინა.
დიდი მადლობა ადამ ლამბერტს, ასეთი სიყვარულით სავსე და მაგარი რომ არის…“
ვიდეო: ნუცა ბუზალაძე საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა: „ფინალში ისევ ვბრუნდები…“