LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე: „ჩემი თავის ყველაზე დიდი კონკურენტი მე ვარ“

253
ნუცა ბუზალაძე

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, ნუცა ბუზალაძის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა თბილისში, Redisson red courtyard-ში გუშინ გაიმართა.

ვიდეო: „ასეთი კლიპი რომ მქონოდა, ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო“ – ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გამართა

Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, სწორედ მათთან ერთად სტუმრობდა მომღერალი „პირველი არხის“ ეთერში, გადაცემას „ახალი დღე“, სადაც ნუცამ სიმღერისა და კლიპის შესახებ ისაუბრა დეტალურად და აღნიშნა, რომ მისი ხასიათიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ეცადნენ, რომ სიმღერის მესიჯი ყოფილიყო ისეთი, როგორი ადამიანიც თავადაა.

„სულ ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი თავის ყველაზე დიდი კონკურენტი მე ვარ, მაგალითად, იტყვი ხვალ ამას გავაკეთებ, თუ არ გააკეთე, შენ შენი თავის მტერი ხარ, ამიტომ, პირველ რიგში, შენ  თავს უნდა აჯობო.. ძალიან გამიმართლა, რომ კარგი ადამიანები მყავს გარშემო, მაგალითად, რამე გიჟურს რომ ვიტყვი და მოგყვება.. ასეთი ადამიანები იყვნენ, ზაზა და შაკო და მინდა, დღესაც, საჯაროდ მადლობა გადავუხადო მათ..“

„ჩემი თავის ყველაზე დიდი კონკურენტი მე ვარ“ | ნუცა ბუზალაძე სტუმრად „ახალ დღეში“

„ჩემი თავის ყველაზე დიდი კონკურენტი მე ვარ“ | ნუცა ბუზალაძე სტუმრად „ახალ დღეში“ სრულად: https://web.1tv.ge/3TgopCc

Posted by პირველი არხი on სამშაბათი, 12 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები