ცნობილი ადამიანები თავის მოვლის მხოლოდ ძვირად ღირებულ პროცედურებს არ მიმართავენ და მათაც ისევე აქვთ „სახლური“ ხრიკები, როგორს სხვებს. მათ შორის არის ნუცა ბუზალაძეც.
ნუცა სოციალურ ქსელში მისი ყოველი დილის რიტუალს გვიზიარებს.
როგორც მის მიერ გაზიარბული სთორიდან ხდება ცნობილი, ნუცა რამდენიმე წამის განმავლობაში სახეს ყინულიან თასში ათავსებს, რაც მას გამოფხიზლებაში ეხმარება. პროცედურა კი სახის კანს ძალიან უხდება. ყინულიანი წყალი სახეს სუფთა იერს აძლევს და მბზინავ ეფექტს სძენს, ხსნის შეშუპებასა და დაღლილობის კვალს აქრობს.
შეგახსენებთ, სპეციალისტები აღნიშნული მეთოდის გამოყენებას ყველას არ ურჩევენ.
თუ კანის რაიმე ტიპის დაავადება ან ნევრიტისადმი მიდრეკილება გაქვთ, მაშინ „ყინულის“ პროცედურებს შესაძლოა უკუჩვენება მოჰყვეს.