LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ჯანელიძე: „ისეთი დროა, გულუბრყვილო ადამიანი, რომელსაც ყველასი სჯერა, ძალიან ცოდოა…“

147
ნუცა ჯანელიძე

მოწინააღმდეგეს ისეთ დარტყმებს აყენებს, სამუდამოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს”, – ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მუსიკოს ნუცა ჯანელიძის ზოდიაქოს ნიშანია. მუსიკოსი ჟურნალ „გზის“ კითხვებს პასუხობს ამ თემაზე.

– ასტროლოგია მეტ-ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ პირადი რუკა არასდროს შემიდგენია. ერთხელ „იუთუბზე“ მოვუსმინე ასტროლოგს, ჩემს ნიშანზე ლაპარაკობდა. ის მნიშვნელოვანი რიცხვები ჩავიწერე, რომლებზეც ყურადღება გაამახვილა და მერე რომ დავუკვირდი, აღმოვაჩინე, სიმართლე თქვა. შეიძლება პირად რუკას იმ მიზეზითაც არ ვაკეთებ, ვიცი, ამ ამბავმა ჩათრევა იცის და არ მინდა, დამოკიდებულება გამიჩნდეს.

– „გულუბრყვილობაში შეუდარებელია. იმას ამბობს, რასაც ფიქრობს”.

– 100 კი – არა, 1000%-იანი სიმართლეა.

– ჩვენს რეალობაში ამ თვისებით ცხოვრება როგორია?

– არ ვარგა, ძალიან ცუდია. მერე შეიძლება გაღიმებულიც დარჩე და ცოდვა ხარ; შეიძლება შენს თავს უსაყვედურო, რატომ არ იყავი უფრო გამჭრიახი, უფრო ფხიზელი? გულუბრყვილობის მიზეზით ტკივილი არაერთხელ განმიცდია.

– „ის ფიქრობს, რომ ყოველთვის მართალია, რომ მან იცის, რასაც აკეთებს, არავის ენდობა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს, ამასთანავე უხვად არიგებს რჩევებს”.

– ჩემს სფეროში არის დეტალები, რომელიც მე ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო და დრო თუ მაქვს, შემიძლია, სხვასაც ვასწავლო. არ ვენდობი, რადგან ბევრის არ მჯერა. ახლა ისეთი საუკუნეა, ისეთი დროა, გულუბრყვილო ადამიანი, რომელსაც ყველასი სჯერა, ძალიან ცოდოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g