LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუცამ ეს შოუ მოიგო! – მადლობა, რომ ამაყი გვატარე მთელი ემიგრაცია ეს კვირები და ისტორია დაწერე“ – ამერიკაში მცხოვრები ნინი წიკლაური

375
Untitled design (3)

„მადლობა ყველაფრისთვის შენ! ამაყი გვატარე მთელი ემიგრაცია ეს კვირები და ისტორია დაწერე“, – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი წიკლაური სოციალურ ქსელში წერს.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ American Idol-ის სცენაზე ცეცხლი დაანთო – ქართველმა მომღერალმა QUEEN-ის ცნობილი სიმღერა ბრწყინვალედ შეასრულა

ნინი წიკლაურის თქმით, ნუცა უკვე პროექტის გამარჯვებულია და საკუთარი თავით და გამოსვლებით უნდა იამაყოს.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალში ცნობილ მომღერალთან ერთად იმღერებს – ნუცას პირველი კომენტარი პროექტის დატოვების შემდეგ

ვიდეო: „შენ ხარ ვარსკვლავი“ – როგორ შეაფასა American Idol-ის ჟიურიმ ნუცა ბუზალაძის გამოსვლა

„მადლობა იმ ემოციებისთვის და იმ ერთიანობისთვის, რაც შენ მოგვიტანე

1 წამი არ იფიქრო, რომ თავი დავზოგეთ, რომ დაგაკელით ხმები და არ ვიბრძოლეთ შენი გამარჯვებისთვის

გვაპატიე, რომ ვერ შევძელით, აქაც ძალიან ცოტანი ვართ…

მადლობა ყველაფრისთვის შენ! ამაყი გვატარე მთელი ემიგრაცია ეს კვირები და ისეთი ისტორია დაწერე, არ ვიცი ამას ვინმე როდესმე გაიმეორებს თუ არა.

გილოცავ გამარჯვებას!

და ვულოცავ მთელს საქართველოს!

უბრალოდ ხშირად ჩართე შენი გამოსვლები და იამაყე საკუთარი თავით

ნუცამ ეს შოუ მოიგო!!! Nutsa Buzaladze

#winnernutsa #NutsaBuzaladze“, – წერს ნინი წიკლაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები