LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

132
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (59)

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ქართველი ფალავანი ნუგზარ წურწუმია (55კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში იგი აზერბაიჯანელ აზიზლისთან უშანსოდ, ანგარიშით 0:8 დამარცხდა.

შეგახსენებთ,რომ წურწუმია 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

ხვალ ტურნირზე 63კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე ფინალში იჭიდავებს. ქართველმა ნახევარფინალში ირანელი რეზა ნეჯატი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის სერბ სებასტიან ნადს შეხვდება.

ფინალში გასასვლელად იასპარეზა დღეს ჯონი ხეცურიანმაც (67კგ), მაგრამ ქართველი ფალავანი ოლიმპიურ და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ირანელ გერაისთან დამარცხდა.

ხეცურიანი ხვალ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთის იბრძოლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g