LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკა ყარალაშვილი საკუთარ ყვირილზე იცინის – „მე კიდევ კარგად ვყვიროდი, სხვებთან შედარებით…“

480

„მის საქართველო“ ნუკა ყარალაშვილი ახლახან დაბრუნდა ფილიპინებიდან, სადაც „მის სამყაროს“ კონკურსში მონაწილეობდა. ყველაზე მეტად სოცქსელში გამოხმაურება მოჰყვა მის გამოსვლას, სადაც ძალიან ხმამაღლა ყვიროდა საკუთარ სახელსა და გვარს, ასევე იმ ქვეყნის სახელს, რომელსაც წარადგენდა.

„ნუკა ყარალაშვილი, ჯორჯიამ“ სოცქსელი მოიარა და სხვადასხვა გიფის სახით წარმოგვიდგა. მოდელი ამ თემაზე თავადაც იცინის და ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

ნუკა:

კონკურსს 20 ათასი მაყურებელი ჰყავდა, ძალიან დიდი დარბაზი იყო და ყველას უნდა გაეგო, ვინ ვიყავით. პირველად ყველა გამოვედით წყნარად, ჩავიბუტბუტეთ სახელები, მაგრამ მერე, რეპეტიციებზე, სამი დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა გვეყვირა. გვავარჯიშებდნენ ყვირილში. ისე, მე კიდევ კარგად ვყვირი სხვებთან შედარებით. გადაცემის ფორმატია ასეთი. გადავრჩით, რომ ფინალზეც არ გვაყვირეს.

მთავარია, რომ ლამაზად და კარგად გამოვედი, ყველას მოეწონა. უნდა მეყვირა და მგონი, კარგად ვიყვირე. მერე მეც ვხალისობდი ამაზე. გოგონებსაც დავუძახე, ოთახში შემოვიყვანე, მოემზადეთ, თქვენი ყვირილი უნდა მოგასმენინოთ-მეთქი. ყველანი ვიცინოდით, თუმცა ვიღაცები ცდილობდნენ, დაემალათ. ახლაც, სახლში რომ ჩამოვედი, ჩემებთან ერთად ვუყურებდი და ვიცინოდი. ფაქტია, რომ ძალიან სასაცილოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g