„ნიჭიერის“ წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამჟამად აშშ-შია, სადაც მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობს, ხოლო საქართველოში შოუსთვის გახლდათ ჩამოსული.
ნუკი თავს კარგად არ გრძნობს და პისიარ ტესტი გაიკეთა. ასევე ჩაწერა ვიდეოები, სადაც აღნიშნავს, რომ ალბათ მისი ჩაცმულობისა და გარეგნული იერის გამო ის „ბომჟი“ ჰგონიათ და უყურებენ, როგორც უსახლკაროს, არადა, თავისთვის ფიქრობს, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ის „ნიჭიერის“ წამყვანია.
ნუკი კოშკელიშვილი:
„ასე ვარ სახლიდან გამოსული, მაქვს ბრონქიტი, კოვიდი არ მაქვს, მე მგონი, ახლა ჩავაბარე პისიარი. ასე ვზივარ ავტობუსში, ბომჟივით, სპორტულებში. როგორ მიყურებენ, იცით? ეს უბედური, უსახლკაროო, მე კი ვზივარ და ვფიქრობ, რომ არის ქვეყანა, სადაც მე მიმყავს „ნიჭიერი“. ისეთი მაგარი ვარ, რომ „ნიჭიერი“ მიმყავს…“
