ნუკი კოშკელიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ ვერ ისწავლა საკუთარი ემოციების გაკონტროლება, თუმცა გულში წყენას არ იტოვებს. ასევე აღნიშნავს, რომ ზოგჯერ შურიც ეუფლება ხოლმე კონკრეტული ადამიანების მიმართ.
– ბევრჯერ გატკინეს გული. რა გაძლევდა ძალას, ყოფილიყავი, გაწონასწორებული, არ გეთქვა ზედმეტი და ემოციები მოგეთოკა?
– არასოდეს ვთოკავ ემოციას, რაც ვარ, ეს ვარ. ნეტა, მოვთოკო ხოლმე ხანდახან, მაგრამ მოთოკილი არ ვარ (იცინის). ხომ ამბობენ, წლებთან ერთად, ადამიანი ემოციის კონტროლს და ბალანსს სწავლობსო, ეს მე ჯერ ვერ ვისწავლე. ხშირად ნერვები მეშლება ხოლმე, რატომ ვარ ასეთი ემოციური, რატომ ვერ ვისწავლე საკუთარი ემოციის გაკონტროლება-მეთქი. ვიცი, რომ არ არის კარგი ემოციებზე აყოლა და ნერვიულობა იმაზე, რაც საბოლოო ჯამში, ირკვევა, რომ სულაც არ არის სანერვიულო, მაგრამ არ გამომდის. თუმცა, მე ის ადამიანი ვარ, ვინც გულში წყენას არ იტოვებს. წყენა ის სიმძიმეა, რომელიც გამიწებს, გიზღუდავს მოძრაობას, შიგნიდან გჭამს, ამიტომ, ადამიანებმა არასდროს არც წყენა, არც ბრაზი, არ უნდა დაიტოვონ გულში, უნდა გათავისუფლდეთ ამისგან. როცა გულში წყენა, შური, ბრაზი ან ნეგატივი გაქვთ, თქვენი თავის გარდა, არავის არაფერს, უშავებთ მხოლოდ საკუთარ თავს. ადამიანს შური არასდროს გაძლევს განვითარების საშუალებას და ყოველთვის უკან გხევს. არ შეგშურდეს, რთულია, რადგან მეც მშურს, მაგალითად, დემი მურის სილამაზის, ალექსანდრა პაიჭაძის ფანტასტიკური ფეხების, ვიღაცის ცხვირის, მაგრამ ცუდად კი არ მშურს, ცოტა ნერვები მეშლება (იცინის).