მუსიკოსი თეონა ცირამუა მცირე ხნის წინ ტყუპი გოგონების დედა გახდა.
ჟურნალ „თბილისელებთან“ (19 მაისის ნომერი) გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ უწინასწარმეტყველა მეუფე ისაიამ ტყუპის დაბადება:
„მეუფე ისაიამ, ნიქოზში რომ მსახურობს, დაგვწერა ჯვარი და მას აქვს ნათქვამი ასეთი სიტყვები: თეონას ტყუპები ეყოლებაო. ეს ჩემთვის არ უთქვამს, სხვას უთხრა და მან მე მომიტანა ამბავი. კი გავიღიმე, მაგრამ ფაქტია, მისი წინასწარმეტყველება ახდა და ბავშვები რომ გაჩნდნენ, მერე გამახსენდა მისი სიტყვები…“