LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: „ეს არასდროს გვითქვამს, ბენი ჩემამდე ჰოლივუდელ ვარსკვლავს ხვდებოდა, რომელსაც „ოსკარის“ ჯილდოც აქვს მიღებული…“

2282
Untitled design (77)

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ნუკი კოშკელიშვილი, რომელმაც გადაცემაში უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მალე „Nuki Cosmetics“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს შესთავაზებს – ჰაილაითერს, რომელიც სუნამოდ გარდაიქმნება

ჩვენ პირველად ერთმანეთი გავიცანით, როცა შენ „მის საქართველოს“ მონაწილე იყავი…

დიახ, ეს იყო წლების წინ, 19 წლის ვიყავი, ახლა 35 წლის ვარ.

ნუკი, შენ ხარ უკვე ბრენდი, ეს ყველამ იცის, შენ უამრავი ტალღა, ბევრი დაბრკოლება გადაიტანე

ეს ალბათ ბუნებრივია, ეს ტალღები მუდამ არსებობს, 17 წლიდან ვიმსახიობე კიდეც, ვიმღერე კიდეც, ყველაფერი მოვსინჯე. ეტაპები და ცვლილებები, როგორც ამბობენ ფსიქოლოგები, ადამიანმა ექვსჯერ უნდა გადაიტანოს. ცვლილებები აუცილებელია.

როგორი ბავშვობა გქონდა?

მახსოვს, სკოლაში ბავშვებს ნავთი რიგ-რიგობით მოგვქონდა, ვიყინებოდით ხოლმე, მე კი ეს ყველაფერი ტკბილად მახსენდება. 9 წლის რომ ვიყავი, პენტიუმი გამოვიდა. არ ვიცოდი რა მინდოდა, თეატრალურზე ვგეგმავდი, თუმცა რაღაცნაირად მეშინოდა უარის მიღება. ზოგადად, უცხო ენების მიმართ მიდრეკილება მქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამერიკულ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ან საერთაშორისო ურთიერთობებზე, ან სამართლის ფაკულტეტზე, ბოლოს ძლივს დავამთავრე ეს უნივერსიტეტი. ხანმოკლე იყო მოდელობისა და მსახიობობის ეპოქა, უფრო ხანგრძლივი იყო ჩემი ტელეწამყვანობის პერიოდი. მთელი დილა მანდეს, მიკვირს, ეს როგორ მოხდა. ზოგადად, რთულია დილით მუშაობა.

ნუკი, ცხოვრებაში დაცემულხარ?

კი, რა თქმა უნდა, ვინ არ დაცემულა. ადგომაში მხოლოდ საკუთარი თავი მეხმარება. ადრე ვნერვიულობდი, რომ „მათრევდნენ“, ახლა საერთოდ აღარ. მიუხედავად იმისა, რომ თამამად მილაპარაკია სტრიებზე, ცხვირზე, მე არასდროს არაფერი გამიკეთებია, რა საჭიროა? ყველა ერთმანეთს ჰგავს ახლა, ერთი კვირაა ჩამოსული ვარ, სამი გოგო ვნახე, სამივე ერთი და იგივე მეგონა. არ მაქვს პრობლემა, ვისაც რა უნდა, ის გაიკეთოს, ვამბობ იმას, რომ ერთი და იმავე ადამიანს ნუ ემსგავსებიან. მთავარი არის შინაგანი სილამაზე.

ქალური შური გქონია? და როგორ ფიქრობ, შენი შურთ?

აი, ვისაც სქელი და ლამაზი თმა აქვს, იმათი მშურს. მე სამი ღერი თმა მაქვს, კიდევ მშურს იმათი, ვინც ჭამს და არ სუქდება. იუმორის გრძნობა არის უმთავრესი, გაიცინეთ, როცა გეწყინებათ, იცინეთ, როცა გეტკინებათ, ეს არის ჩემი რეცეპტი. რაც შეეხება კითხვას, ჩემი თუ შურთ, არა, რა ვიცი, რა მაქვს შესაშური.

ნუკი კოშკელიშვილი და თამო ვაშალომიძე – თქვენ დაგაპირისპირეს…

მე არ მიმაჩნია, რომ რაიმე დაპირისპირება იყო. ზოგადად, ხალხს რაღაცების შედარება უყვარს. ზოგადად, უსამართლო მიდგომა არ მსიამოვნებს. ასეთ რაღაცებს არ უნდა აჰყვე.

შედგა ყოველივე ამის შემდეგ შენსა და თამოს შორის კონტაქტი?

არა, არ ყოფილა, არც რაიმე ურთიერთობა გვაქვს…

ბენი რას ფიქრობს ყოველივე ამაზე, ბენი, რომელსაც ჰყავს ასეთი ცნობილი მეუღლე…

მოდი, ისეთ რაღაცას გეტყვი, რაც არ მითქვამს, ამას არ აფიშირებს ხოლმე ბენი, იცი, ჩემამდე ბენის შეყვარებული ვინ იყო? ბენი ხომ თეატრალურზე სწავლობდა ამერიკაში… ჰოლივუდელი ვარსკვლავია, ამ ქალს ერთი „ოსკარის“ ჯილდოც აქვს მიღებული… ასე რომ, ბენს არაფერი აინტერესებს და არანაირ სკანდალს არ ჰყვება.

მეორედ ხდები დედა

ძალიან მიხაროდა და ჩემი სიხარული ჩემს გამომწერებს გავუზიარე. ძალიან მიყვარს ისინი. ბენს ბიჭი უნდოდა, იმიტომ რომ, მას ძმები ჰყავს და სურდა, ჩვენს შვილსაც ჰყოლოდა ძმა.

ნუკი და შენი ბრენდი…

დიახ, ჩვენ ვფართოვდებით აქტიურად, უკვე 10 ფილიალი გვაქვს. თან ჩვენ ვართ საქართველოში ერთადერთი ბრენდი, რომელიც ნულიდან აკეთებს ყველაფერს. ამით ძალიან ვამაყობ. არიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც აქტიურად იყენებენ ჩემს ბრენდს, თუმცა არ მაქვს უფლება, ეს საჯაროდ ვთქვა. „ნუკი კოსმეტიქსი“ არ არის ბიზნესი, ეს არის ჩემი საყვარელი საქმე. ვდებ სულსა და გულს. ახლა საიდუმლოდ გეტყვი, რა გამოდის შემდეგ კვირას. გავაკეთეთ „ჰაილაითერი“, რომელიც კანის გაოფლიანების შემდეგ სუნამოდ გადაიქცევა, თან ბზინავს.

ნუკი და ჩაცმულობა… რატომ ფიქრობს საზოგადოება, რომ უგემოვნოდ იცვამ?

ოჰ, ყველაზე მეტად ჩაცმულობის გამო მაკრიტიკებენ ხოლმე, არადა, ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში ფეშენ აკადემიაში მიმიწვიეს. ჩაცმულობა არის ჩემი გამოხატვის უნარი. არ მგონია, რომ საზოგადოება ფიქრობს, რომ უგემოვნოდ ვიცვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები