ქართველი ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადგილობრივი მოდის და დიზაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში (kvirapodcast) ნუკი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სურვილი აქვს, პრიორიტეტს ყოველთვის ქართულ პროდუქციას ანიჭებს.
„ყოველთვის მხარს ვუჭერ ქართველ დიზაინერებს. ყველამ იცის, რომც მქონდეს ზედმეტი თანხა, არ წავალ და არ ვიყიდი ვიღაც ძვირადღირებული ტოპ დიზაინერის ნივთებს. შეიძლება ძალიან მინდოდეს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ქართულს გავუწიო რეკომენდაცია,“ – აღნიშნა ნუკი კოშკელიშვილმა.
მისი თქმით, ქართველ შემოქმედებს დიდი პოტენციალი აქვთ და საზოგადოებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მათ ნამუშევრებს.
