LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: „ტრადიციებს ვინარჩუნებ ამერიკაშიც – სულ მაქვს სუფრაზე გოზინაყი, რომელსაც თავად ვამზადებ…“

591
ნუკი-კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი ახალი წლისთვის საქართველოში ჩამოვიდა და დღესასწაულს სამშობლოში აღნიშნავს.

ნუკი  საახალწლო ტრადიციებზე fortuna.ge-ს ესაუბრება:

„ტრადიციებს ყველგან ვინარჩუნებ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კონტინენტზე ვიმყოფები – სულ მაქვს სუფრაზე გოზინაყი, რომელსაც თავად ვამზადებ უმარტივესად, ყველა როგორც აკეთებს. 12 საათზე ტკბილი უნდა შეჭამო, რომ ტკბილი წელი გქონდეს.

აუცილებლად ჩავიფიქრებ ხოლმე სურვილს და შამპანურს ვსვამ.

სურვილს როგორ ჩაიფიქრებ?

ფურცელზე ჩამოვწერ იმას, რაც განსაკუთრებულად მინდა, ზუსტად 12-ზე დავწვავ, ჩავაგდებ შამპანურში და დავლევ.

ეს სურვილები გისრულდება?

ყოველთვის!..

კიდევ რა არის შენს ტრადიციებს შორის?

რა თქმა უნდა, მეკვლეობა, კანფეტების შემოყრა. აშშ-შიც ვაკეთებთ ამას. ბავშვი შემოგვყავს ხოლმე მეკვლედ.

ახალ წელს ახალი რაღაც უნდა გეცვას ან გეკეთოს. ასე მჯერა.

წელს ბრჭყვიალებ?

არ ვიცი, სამოსი არ შემირჩევია.

რა გეგმები გაქვს 2023-ისთვის?

ძალიან ბევრი, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი. უკავშირდება ბიზნესსაც, რომელსაც ძალიან გავაფართოვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g