LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NUMBEO – ჟენევა საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია

130
ჟენევა

ანალიტიკური პორტალი NUMBEO სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, რომელიც 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს ეყრდნობა, საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინიგში, რომელიც საკვები პროდუქტების, კომუნალური მომსახურების, ტრანსპორტით გადაადგილების ფასებს, ქირის ოდენობას, რესტორანში არსებულ ფასებს და სხვა სამომხმარებლო პარამეტრებს ეფუძნება, სულ 218 ქვეყანა მოხვდა.

სიის სათავეში შვეიცარიის ქალაქი ჟენევა, სიის ბოლოში კი პაკისტანის ქალაქი ყარაჩია.

რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდნენ: ციურიხი (შვეიცარია), ნიუ-იორკი (აშშ), სან ფრანცისკო (აშშ), ბოსტონი (აშშ), რეიკიავიკი (ისლანდია), ვაშინგტონი (აშშ), სიეტლი (აშშ), ლოს ანჯელესი (აშშ) და ჩიკაგო (აშშ).

NUMBEO-ს რეიტინგში საქართველოს ორი ქალაქიცაა – თბილისს 153-ე, ბათუმს კი 179-ე ადგილი ხვდა წილად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები