მართალია, ყველა იცნობს ანტუან სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცს“, რომელმაც არნახული პოპულარობა მოუტანა ავტორს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ჯადოსნური საბავშვო ისტორიის გარდა სენტ-ეგზიუპერი მეტად სერიოზული რომანის „ადამიანების პლანეტის“ ავტორია, რომლითაც ამერიკის ნაციონალური წიგნის პრემია მოიპოვა.
fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:
- გადარჩენისთვის განცდაა საჭირო, რომ განიცადო უნდა იცხოვრო და თუ ცხოვრება გინდა, მაშინ გადარჩენაც უნდა ისწავლო.
- ბედისწერა ყოველთვის სასტიკ თამაშს გეთამაშება, შენ კი, ან მისი თამაშის წესები უნდა მიიღო, ან აიძულო ითამაშოს შენი წესებით.
- სიყვარული – ბედნიერებაა, თუმცა უბედურებით გამოცდილი.
- ხშირად ღიმილია ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ღიმილით გამოხატავ მადლიერების გრძნობას, ღიმილით აჯილდოებ და ღიმილით ჩუქნი სიცოცხლეს, მაგრამ არსებობს ღიმილი, რომლისთვისაც დაუფიქრებლად გასწირავ ცხოვრებას.
- ინანო მიღებული ჭრილობები – იგივეა, რაც ინანო საკუთარი დაბადება.
- შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც უბრძანებ, მაგრამ არაა საჭირო, მისთვის საკუთარი გრძნობის გამხელა.
- ნაღველი – სურვილია, როცა რაღაც გინდა, მაგრამ არ იცი რა.
- ქალს ყოველთვის შეუძლია დაუმსახურებელი წყენის პატიება, მაგრამ დამსახურებულ კრიტიკას არასდროს გაპატიებს.
- თვალი ბრმაა, ძებნა გულითაა საჭირო.
- ნამდვილი სიყვარული იქ იწყება, სადაც არაფერს ელი სანაცვლოდ.
- შენ საკუთარ ქცევაში, საქციელში ცხოვრობ და არა სხეულში. შენ – საკუთარი ქცევა ხარ, საქციელი და არ არსებობს სხვა „შენ“.
- ერთადერთი ფუფუნება – ადამიანური ურთიერთობაა.
- მეგობრობა – პირველ რიგში, მხარეთა თანხმობა და სულიერი ურთიერთობაა მიუხედავად უმნიშვნელო წვრილმანებისა.
- იყო ადამიანი – ნიშნავს იგრძნო საკუთარი პასუხისმგებლობა.
- მეგობარი ისაა, ვინც არასდროს ცდილობს შენს განსჯას.
- შიში მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა საკუთარი თავის რწმენას კარგავ.
- ნურასდროს გამოცდი მეგობარს და საყვარელ ადამიანს, რადგან ვერცერთი ვერ გაუძლებს გამოცდას და ისევ შენ დაგწყდება გული.
- საკუთარ თავთან კამათისას, კამათის ინიციატორი ყოველთვის შეწუხებული სინდისია.
- ძალიან ადვილია იმ მეგობრების მოძიება, ვინც მზადაა დაგეხმაროს, ბევრად რთულია იმ მეგობრების პოვნა, ვინც შენგან ელის დახმარებას.
- სიყვარული არა ერთმანეთის ყურება, არამედ ერთად და ყოველთვის ერთი მიმართულებით ყურებაა.
- ყოველთვის შეიძლება მიბაძო ნიჭიერს, მაგრამ შეუძლებელია მიბაძო უნიჭოს და გენიოსს.
- ყოველთვის გეშინოდეს სხვისი წყენინება, რადგან ადამიანები მხოლოდ შურისძიების შემდეგ ივიწყებენ წყენას.
- როცა ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ ერთად, ერთმანეთს ემსგავსებიან და კარგავენ საკუთარ თავს.
- ადამიანი მხოლოდ იმას სწირავს საკუთარ სიცოცხლეს, რისთვისაც სიცოცხლე ღირს.
- ყოველთვის ისინი ჭორაობენ, ვისაც საკუთარი ცხოვრება არ აქვთ და ყოველთვის მათ ჭორავენ, ვისაც ცხოვრება წესრიგში აქვს.
- არაფერი არ აღაგზნებს ადამიანს ისე, როგორც ფული და არაფერი არ ამშვიდებს ისე, როგორც ტყვია შუბლში.
- არაფერია იმაზე დამღლელი, ვიდრე ადამიანების სიყვარული გლობალურ მასშტაბით.