რუსი მომღერალი სერგეი ლაზარევი ამბობს, რომ რუსული კულტურის გაუქმებამ მასზე ძალიან მძიმედ იმოქმედა: „გული მისკდება რუსული კულტურის გაუქმების გამო. აიკრძალა ყველა დროის კულტურული შედევრები, მუსიკა, კინო, ხელოვნება. ნუთუ შეიძლება ერთი ხელის მოსმით გადაწეროთ და აკრძალოთ ყველაფერი, რაც ჩვენს რუს წინაპრებს შეუქმნიათ?“ – ამბობს მუსიკოსი.
არტისტის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება აიკრძალოს პუშკინი, დოსტოევსკი, ჩეხოვი, რახმანინოვი ან ჩაიკოვსკი: „მე ბედნიერი კაცი ვარ, რადგან შემიძლია ჩემს შვილებს რუსი კლასიკოსების ზღაპრები წავუკითხო. იქ იმხელა სიბრძნე და სიყვარულია, ნუთუ ამაზე ამბობს უარს მსოფლიო?“ – აცხადებს ლაზარევი. მუსიკოსმა თავად განაცხადა უარი ყველა ტიპის პროპაგანდისტულ კონცერტში მონაწილეობაზე.