LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუთუ შეიძლება იესო ქრისტეს სახელით მოქმედი ეკლესიის საპატრიარქო ადამიანებს ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევდეს” – თორნიკე მამალაძე

125
თორნიკე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს მიუხედავად მისი დაბადების დღისა, მძიმედ ხვდება ამ დღეს.

„დღეს ჩემი დაბადების დღეა. განსაკუთრებით მძიმედ ვხვდები ამ დღეს, ვინაიდან უფრო მეტად მიმძაფრდება უსუსურობის და უბედურების განცდა. თითქოს ჩემი ოჯახიც მითიური ამირანივით მიაჯაჭვეს კლდეზე და ყორანი ჯიგარს უკორტნის. პათეტიკაში ნუ ჩამომართმევთ, გეფიცებით, ზუსტად ასეთი განცდა მაქვს. სულ იმაზე მეფიქრება, ნუთუ შეიძლება იესო ქრისტეს სახელით მოქმედი ეკლესიის საპატრიარქო ადამიანებს ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევდეს?! როგორც ჩანს, შეიძლება! დღეს რაღაც მეტისმეტად ემოციურად აღვიქვამ ამ ყველაფერს. ალბათ იმიტომ, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა“, – წერს თორნიკე მამალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g