მომდევნო კვირა დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს – IRI კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 33% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას. მეორე ადგილას 16%-ით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.”
რაც შეეხება სხვა პარტიების რეიტინგებს შემდეგნაირად გადანაწილდა“ევროპულ საქართველო” – 5%
- “ახალი საქართველოსთვის – სტრატეგია აღმაშენებლი” – 3%
- “პატრიოტთა ალიანსი” – 3%
- “ლეიბორისტული პარტია” – 2%
- “სამოქალაქო მოძრაობა” – 2%
- “ლელო” – 2%
- “გირჩი” – 2%
- “დემოკრატიული მოძრაობა” – 1%
- “გამარჯვებული საქართველოსთვის” – 1%.
ამომრჩეველთა 17%-მა არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, ხოლო 11%-მა პასუხზე უარი განაცხადა მონაწილეობაზე.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.
ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66%-ია.