LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ ევროპაში არ მიდის – მანჯგალაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებს შექმნის

55
paata-manjgaladze_w_h.jpeg

ოპოზიციის ნაწილი ალტერნატიულ ფორმატებს და სამუშაო ჯგუფებს შექმნის, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე  “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიამ შესაძლოა პარტნიორების პოზიცია გაითვალისწინოს და ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთოს

“არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას. მარტივ რამეს ვეტყვი იმ ადამიანებს, ვინც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ფიქრობს ამ პროცესის გაგრძელებას. პროცესში რომ გაჰყვე ვინმეს, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ისიც იქ მოდის, სადაც შენ მიდიხარ.

„ქართული ოცნება“ ევროპაში არ მიდის, შესაბამისად, ამ პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებთ,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესასრულებლად პარლამენტში ქართული ოცნების მიერ შექმნილ ჯგუფებში ჩართვის საკითხზე პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს. ბეჟაშვილის თქმით, მსჯელობა ევროპარლამენტარების თხოვნის შემდეგ დაიწყო.

მისივე სიტყვებით, ევროპარლამენტარებისთვის სამუშაო ჯგუფებში არჩართვაზე მათი არგუმენტები გასაზიარებელია, რადგან მათთვის “ქართული ოცნების თანამედროვე სახე უკვე ცნობილია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g