მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო მოხელეებს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვის გამო სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან, რაც შიშის მანიშნებელია და ღირსებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“ჩვენ შევქმენით იურისტების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ყველა შემთხვევას განიხილავენ და გვაქვს იმედი, რომ სასამართლო სისტემა ადეკვატურად უპასუხებს ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმსგავსო საქციელებს” – აცხადებს გახარია
თუ დაგვჭირდა საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებასაც მივიპყრობთ. სახელმწიფო იყენებს სახელმწიფო ინსტრუმენტებს, განსაკუთრებით რეგიონში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასადგენად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
