LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებიდან“ სკანდალურად წასული პრემიერები და მინისტრები – სად არიან და რას საქმიანობენ მმართველი გუნდის ყოფილი წევრები

468
787888

2012 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში მმართველი გუნდი „ქართული ოცნებაა“.

ცხარწლიანი მმართველობის პერიოდში მმართველ გუნდს ბევრი გამოაკლდა. ზოგმა პარტია სკანდალურად დატოვა, ზოგის წასვლა ვერც შევამჩნიეთ და ერთ მათგანზე ამბობენ, რომ სულაც არ წასულა და რეალურად ის მართავს „ქართულ ოცნებას“.

განმარტება ამ შემთხვევაში ალბათ ურიგოა.

საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ბევრის აზრით არსადაც არ წასულა.

როდის შედგა კობახიძესა და ივანიშვილს შორის ბოლო საუბარი – რას პასუხობს პარტიის თავმჯდომარე

შევეცადეთ გაგვეხსენებიდა ის პოლიტიკოსები, რომლებიც წლების წინ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართული და ამჟამად მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.

მოდით გავიხსენოთ, ვინ, როდის და რატომ წავიდა „ქართული ოცნებიდან“.

„დავიწყებულ პოლიტიკოსებს“ შორის არიან პრემიერ-მინისტრებიც.

გიორგი კვირიკაშვილი  – 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.

ის პოლიტიკური ველიდან უცებ გაქრა და შესაბამისად მისმა წასვლამ ბევრი კითხვა გააჩინა.

„ვინმე ახსნის, თუ რატომ არ აუხსნა არავინ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი. არამარტო ახსნა არ ვიცით, არამედ არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან.

 

რატომ არ ვართ ღირსი, გავიგოთ, რომ გვყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც თითქოს ისე გამოჩნდა, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა და ამ დროს, მაისში იმხელა ეკონომიკური ზრდა გვქონია, რომელიც საერთოდ არ ჰქონია საქართველოს“. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა. ერთი პერიოდი კვირიკაშვილი მონასტერში წავიდა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში მისი განცხადება გავრცელდა.

ბევრი ეჭვობდა, რომ მას ოპოზიციაში ვიხილავდით, თუმცა ჯერჯერობით  ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მისი მხოლოდ რამდენიმე განცხადება ვიხილეთ.

 

პრემიერობიდან წავიდა მამუკა ბახტაძეც. ის ქვეყნის პირველი პირი იყო 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 2 სექტემბრამდე.

 

 

პრემიერობიდან წასვლა მან ფეისბუქის პოსტით გადაწყვიტა. მისი ვრცელი სტატუსი დიდხანს იყო განხილვის საგანი.

პრემიერობიდან წასვლის შემდეგ ბახტაძეს ტყუპი გოგონას მამა გახდა.

 

მაია ცქიტიშვილი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი 2018 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე იყო.

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, 2021 წლის 19 თებერვალს, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა თავისი სურვილი აღარ მიეღო მონაწილეობა ახალი მთავრობის ფორმირებაში და საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მის შემცვლელად პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაასახელა.

 

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო მანანა კობახიძე. ეს თანამდებობა მას 2012-2016 წლებში ეკავა.

მისმა სახელმა ბოლო დროს გავრცელებულ  სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში გაიჟღერა.

 

 

13 სექტემბერს გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს საქმის დეტალებზე სასაუბროდ დაურეკა და აცნობა, რომ საპატრიარქო პრეზერვატივ აიისას საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს თვალს ადევნებს. მანანა კობახიძე  2017 წლიდან იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

 

ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის სავარძელს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე იკავებდა.

2014 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის მოხელე დააკავა სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისათვის.

იმავე დღეს სამინისტრომ თავის განცხადებაში ეჭვქვეშ დააყენა პროკურატურის ბრალდებები. მოგვიანებით, გერმანიიდან დაბრუნებულმა ალასანიამ, განაცხადა რომ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ შეტევას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და პროკურატურის ნაბიჯები იყო „შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“.

4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია პოსტიდან გადააყენა.

თავდაცვის მინისტრობიდან წასული ირაკლი ალასანია პრესასთან აღარ კონტაქტობს.

 

ლევან ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი იყო 2012-2015 წლებში.

რამდენიმე წლის წინ ლევან ყიფიანი სკანდალში გაეხვა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა და ცემა. ინციდენტი „ომეგა ჯგუფის“ საქმეს უკავშირდება, აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ფარცხალაძე და ყიფიანი 4 მილიონს სძალავდნენ. მოგვიანებით, გატაცების ფაქტი უარყო ლევან ყიფიანმა და განაცხადა, რომ  მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა არის მისი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად მის ოფისში…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g