LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნებიდან” წასული დეპუტატები: პრეზიდენტი დიდი ალბათობით სააკაშვილ-გვარამიას გაშვებას ხელს მოაწერს

488
BeFunky-collage (11)

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარკვეულმა ძალებმა ოპოზიციურ ნიშაში შეიყვანეს.

ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებას საბოლოოდ ხელს მოაწერს.

სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი: “რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს”

“დეპოლარიზაციაზე მიბმული მთავარი მოთხოვნა მაინც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლება იქნება. სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც გარკვეულმა ძალებმა გადაქაჩეს და მთლიანად ოპოზიციურ ნიშაში შეიყვანეს, დიდი ალბათობით, ამ ორი დამნაშავის განთავისუფლებას საბოლოოდ მოაწერს ხელს. როგორც თავის დროზე ამოგვიგრიხეს ხელები და უგულავა, ოქრუაშვილი, მელია და რურუა გამოგვაშვებინეს, ზუსტად ასევე ეცდებიან სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასაც. მათი განთავისუფლების მიზანიც იგივე – რევოლუციური სცენარისთვის ახალი მუხტის მიცემა და ხელისუფლების გადატრიალებაა, რასაც სააკაშვილის მეორე „სახელოვანი“ ომი უნდა მოჰყვეს”, – აღნიშნულია დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში.

“დეპოლარიზაციაზე სერიოზულად რომ ფიქრობდნენ, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსზე არ გვეტყოდნენ უარს” – სუბარის, ყაველაშვილის და ხუნდაძის მორიგი განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g