LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების“ რჩევა ბორელს: გაეცანით კანონპროექტს ძირფესვიანად

145
BeFunky-collage - 2023-02-21T210857.161

„ბატონ ბორელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული. სიღრმისეულად რომ გაეცნოს მარტივად გააკეთებს დასკვნას, რომ ეს კანონპროექტი არავითარ რისკებს არ უქმნის არც მედიასაშუალებებს და არც სამოქალაქო საზოგადოებას“ – განაცხადა „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი მიქანაძემ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

უმრავლესობის წევრმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც ბორელი ამბობდა რომ „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი შემაშფოთებელია.

„კანონპროექტი რომელიც დაინიცირდა ბიუროს სხდომაზე და რომლის განხილვა ჯერ არ დაწყებულა უსაფუძვლოდ გახდა ისტერიის საგანი. ეს კანონპროექტი პასუხობს იმ საჭიროებებს, რომელიც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის აქტუალურია. პირველ რიგში იმ კუთხით რომ გამჭვირვალობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. კანონპროექტი არის წმინდა ქართული ვარიანტი, საზოგადოება იმსახურებს რომ იცოდეს, თუ რა წყაროებით, რა თანხებით ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია“ – განაცხადა გივი მიქანაძემ გადაცემაში „დღის თემა“

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა. გივი მიქანაძისთვის პრეზიდენტის პოზიცია გაუგებარია. ამბობს რომ მაშინ როცა კანონპროექტი 2 დღის დაინიცირებულია და პრეზიდენტმა მისი შინაარსი არ იცის მსგავს ხისტ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g