”უკრაინული ავიაკომპანია Dniproavia ოდესა-თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას იწყებს” – ამის შესახებ კომპანია Dniproavia-ს ვებ გვერდზეა მითითებული.
ინფორმაცია ”ფორტუნას” სამოქალაქო საავიაციო სააგენტოში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენა 6 ოქტომბრიდან დაიწყება. Dniproavia-მ განაცხადი სააგენტოში გუშინ შეიტანა.
Dniproavia-ს ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია 6 ოქტომბრის თბილისი-ოდესის და ოდესა-თბილისის რეისებზე ბილეთების ყიდვა, რომელთა ფასიც 3300-დან 3800 უკრაინულ გრინვამდეა.