LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდესაზე თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ თურქეთში ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას: ენტონი ბლინკენი

97
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ოდესაზე თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ თურქეთში ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას.

პუტინის მიერ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებას ჰგავს – როგორ ეხმაურებიან ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმას

მისი განცხადებით, თავდასხმა ძირს უთხრის გაერო-ს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას, მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზება მოახდინონ. ენტონი ბლინკენის განმარტებით, გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

რუსებმა ოდესას დაარტყეს: დაბომბილია საზღვაო პორტი

„ეს თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას და ძირს უთხრის გაერო-ს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზების შესახებ. რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება გლობალური სასურსათო კრიზისის გაუარესებაზე. დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესია და შეასრულოს შეთანხმება“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g