LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდესის დაბომბვა აჩვენებს, რომ რუსეთი საკუთარ სიტყვებს მნიშვნელობას არ ანიჭებს: სალომე ზურაბიშვილი

107
სალომე ზურაბიშვილი

რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე ეხმიანება და წერს, რომ „რუსეთი საკუთარ სიტყვებს მნიშვნელობას არ ანიჭებს“.

„ოდესის დაბომბვა იმ შეთანხმებიდან სულ რაღაც 1 დღის შემდეგ, რომელსაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი უნდა უზრუნველეყო, ძალადობის ისეთი ფაქტია, რომელიც უნდა დაიგმოს.

ეს აჩვენებს, რომ რუსეთი მნიშვნელობას არც საკუთარ სიტყვებს ანიჭებს და არც გლობალურ ჰუმანიტარულ და მომარაგების კუთხით არსებულ სიტუაციას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

რუსებმა ოდესას დაარტყეს: დაბომბილია საზღვაო პორტი

პუტინის მიერ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებას ჰგავს – როგორ ეხმაურებიან ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმას

ოდესაზე თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ თურქეთში ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას: ენტონი ბლინკენი

რაკეტებმა უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე: მარია ზახაროვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g