ჰოლივუდის ვარსკვლავი და ყველა დროის ულამაზესი ქალბატონი ოდრი ჰეპბერნი საოცრად კეთილი და ქველმოქმედი ადამიანიც იყო, რომელსაც არასდროს ავიწყდებოდა სხვებზე ზრუნვა.
ოდრი ჰეპბერნის ფრაზები:
* ნებისმიერი ადამიანის ვალია დაეხმაროს ავადმყოფ ბავშვებს. ყველაფერი დანარჩენი კი, მხოლოდ ახირება და კაპრიზია.
* ბავშვობაში მშობლებს არასდროს ჰქონდათ დრო, შოკოლადი იყო ერთადერთი ერთგული მეგობარი იყო, რომელსაც არასდროს უღალატია.
* ბავშვობაში მასწავლიდნენ, რომ საკუთარი პერსონის მიმართ ყურადრების მიქცევა და პუბლიკაზე სპექტაკლების მოწყობა – უზრდელობა იყო, თუმცა გავიზარდე და ზუსტად ასე ვშოულობ ფულს.
* სექსუალურობა – ეს ისაა, რაც ქალში იმალება, რადგან სექსუალურობა იგულისხმება და არ ღირს მისი აფიშირება. მე ვერ დავიკვეხნი სოფი ლორენის ან ჯინა ლოლობრიჯიდას ფორმებით, მაგრამ სექსუალურობა მხოლოდ ზომები და ფორმები არაა.
* საყურე, რომელსაც მამაკაცი გჩუქნით, გეტყვით ყველაფერს, რასაც ის თქვენზე ფიქრობს.
* ადამიანებს ნივთებზე მეტად სჭირდებათ მოვლა, პატრონობა და საკუთარი ადგილის მიჩენა.
* მე მწამს, თუმცა ჩემი რწმენა არც ერთ რელიგიაზე არაა დამოკიდებული.
* ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება – საკუთარი თავთან ცხოვრებას შეჩვევაა. მართალია, არ ვარ ის, რაც მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ მივიღე საკუთარი თავი, შევეგუე ყველა ნაკლს და მივხვდი, რომ არც ისე ცუდი ვარ.
* როცა არავისთვის მაქვს მოსამზადებელი ფინჯანი ჩაი, როცა არავის ვჭირდები, სწორედ მაშინ ვფიქრობ, რომ ცხოვრება დამთავრდა.
* კოსმეტიკას შეუძლია სახის შელამაზება, მაგრამ ის უძლურია, თუ ქალი შინაგანადაა ულამაზო.
* ის, ვისაც არ სჯერა საოცრების, ვერასდროს იქნება რეალისტი.