LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფიციალურად – ბიონსე მილიარდერია

143
photo-collage.png

Forbes-ის განახლებული მონაცემების თანახმად, ბიონსე ოფიციალურად მილიარდერთა სიაში შევიდა. მილიარდერის სტატუსი არტისტს წელს გამართულმა Cowboy Carter Tour-ის შემოსავალმა, ჩანაწერების გაყიდვებმა და სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობამ მოუტანა.

,,ფორბსის” შეფასებით, მომღერალმა 2025 წელს 148 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მისი სუფთა ქონება ბოლო შეფასებით, 780 მილიონ დოლარს შეადგენდა.

შედეგად, ბიონსე იმ სელებრითების ელიტარულ ჯგუფს შეუერთდა, რომელთა ქონებაც მუსიკალური თუ სხვა აქტივობებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს ან აჭარბებს.

ამასთან, ბიონსე მისი მეუღლის, ჯეი-ზის, რიანას, ტეილორ სვიფტისა და ბრიუს სპრინგსტინის შემდეგ, მეხუთე არტისტად იქცა, ვინც ავტორიტეტულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა მილიარდერთა ნუსხაში შეიყვანა. 

ტეილორ სვიფტი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსია – მისმა ქონებამ რიანას ფინანსებს გადააჭარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები