2019 წლის ვიზუალური ხელოვნების პრემია „ჟირაფის“ შესარჩევი კონკური, ხვალიდან ანუ 1 დეკემბრიდან დაიწყება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ მხატვრებს და მაგისტრებს. კონკურსანტის მაქსიმალური ასაკი – 35 წელია. ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, PDF ფორმატით, შემდეგ მისამართზე: [email protected]. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი.
ნომინაციები:
- საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი
- საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი
- საუკეთესო ქანდაკება
- პრემია სახვითი ხელოვნების სფეროს განვითარებაში
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ კლინიკა ”ოფთალმიჯის” ფეისბუქის გვერდს – facebook.com/oftalmij
ცნობისთვის, პრემია „ჟირაფი“ დაფუძნდა ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯის” ხელმძღვანელის, ბ-ნი გიორგი ჯავრიშვილის მიერ და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი დაჯილდოვება გაიმართა 2015 წლის 11 ივნისს.