ჯეი ლო მეუღლესთან, ბენ აფლეკთან განქორწინების ფონზე გასული ზაფხულის მოვლენებს აჯამებს და „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერიას ავრცელებს.
„ოჰ, აი ეს იყო ზაფხული… ყველაფერი ღვთაებრივი წესის მიხედვით ვითარდება“, – წერს 55 წლის არტისტი.
ცხადია, აღნიშნული ფრაზა გამომწერებისთვის ნიშანდობლივი იყო. საზოგადოება ფიქრობს, რომ ეს მინიშნებაა.
შეგახსენებთ, ჯეი ლომ განქორწინებისთვის საჭირო საბუთები ლოს-ანჯელესის სასამართლოში ორი კვირის წინ შეიტანა, აფლეკთან დაშორების თარიღად 26 აპრილი მიუთითა, მიზეზად კი „მოუგვარებელი უთანხმოება“ დაასახელა.
რეალური ბედნიერება, თუ ბენ აფლეკის დასანახად მოჩვენებითი გულგრილობა – ჯეი ლო სავაჭრო ცენტრში აცეკვდა