“ოი საკვირველებავ! დღეს გავიგე, რომ საქართველოში, ზოგიერთი ოჯახის ექიმი კატეგორიულად აფრთხილებდა ადამიანებს “ასტრაზენეკა” არ გაიკეთოთო და თავადაც “ფაიზერის ვაქცინას ელოდებიან” – ირმა კვიცარიძე

531
BeFunky-collage (1)

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიონკოლოგიის ცენტრის უფროსი, ირმა კვიცარიძე ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ მოსაზრებებს უყრის თავს სოციალურ ქსელში.

ამასთან, წერს, რომ მისი ინფორმაციით, ზოგიერთი ოჯახის ექიმი კატეგორიულად აფრთხილებდა ადამიანებს “ასტრაზენეკას” ვაქცინა არ გაეკეთებინათ.

ირმა კვიცარიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“დიდი ამბავია სოციალურ ქსელებში ვაქცინების დოზების შერევასთან დაკავშირებით, ვინ რა პუბლიკაციას აფრიალებს, საქმე შემდეგშია:

ფაიზერით აცრის შემთხვევაში ორგანიზმში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ანისხეულები, რომელთა რაოდენობა დროთა განმავლობაში მცირდება და დაახლოვებით 6 დან 8 თვეში 0-ზე ჩამოდის, რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, აქტიურდება T უჯრედები, რომელიც წარმოქმნის ანტისხეულებს, დიდი რაოდენობით არა, მაგრამ საკმარისად რომ გვქონდეს იმუნური პასუხი.

სწორედ ეს T უჯრედები მიდმივად გამოყოფს ორგანიზმში ანტისხეულებს, ანუ გვაქვს დიდხანს იმუნიტეტი. როგორც მეცნიერები გვეუბნებიან ხანგრძლივი იმუნიტეტი.

“-90 გრადუსიანი” ფაიზერი საჭიროებს მესამე, მეოთხე და ა.შ. დოზებს. ახლა ფაიზერს აჯანყება რომ არ მოუწყონ, გვამშვიდებენ რომ თურმე ასტრაზენეკას ვაქცინას თუ გაიკეთებ პირველ დოზას და მერე ფაიზერის ვაქცინას კარგად იქნები დაცულიო. ამას ამბობს ის პუბლიკაციები რომელთა ავტორები თავის დროზე ფაიზერის ვაქცინას ადიდებდა. დამოუკიდებელი მეცნიერები კი გვაფრთხილებენ რომ ვაქცინების დოზების შერევა არ არის რეკომენდირებული!

ისე დღეს გავიგე რომ საქართველოში, ზოგიერთი ოჯახის ექიმი კატეგორიულად აფრთხილებდა ადამიანებს “ასტრაზენეკას” ვაქცინა არ გაიკეთოთო და თავადაც “ფაიზერის ვაქცინას ელოდებიან”. ოი საკვირველებავ!

პ.ს. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი დაადგინა ექსპერტიზამ?!”- წერს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები