3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილებს შორის გენადი (გენო) სულთანიშვილია.
.„არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან დიდი ტკივილია! იმედს მაინც არ ვკარგავ!” – გიორგი უშიკიშვილი
„ოჯახი ვადასტურებთ გენო (გენადი) სულთანიშვილის დაღუპვის ფაქტს. პროზექტურაში ამოვიცანით მიცვალებულის დასახიჩრებული გვამი. კიდევ ერთი შოვის ტრაგედიის მსხვერპლი“, – წერს ფეისბუკის ჯგუფში – „რაჭა“ მამუკა ცერცვაძე.
გენადი სულთანიშვილის სიძემ, მამუკა ცერცვაძემ ინფორმაცია „ფორტუნას“ დაუდასტურა.
ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ინტენსიურად გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.