LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახმა ბინა გაყიდა, მამა 3 წლის წინ გარდაეცვალა და ამ მდგომარეობაში, მაინც თავისი ჟინით, მონდომებით ცდილობს ქვეყანა ასახელოს“ – 25 წლის პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონს ლევან მახათაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

636
ლევან მახათაძე

25 წლის ლევან მახათაძეს, რომელმაც წელს გამართულ პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ვახო ახობაძის მსგავსად გაიმარჯვა და უკვე მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონს დაბადებიდან ცერემბრალური დამბლა აქვს. მისი ახლობლების ინფორმაციით, ოჯახმა ბინა გაყიდა, მამა 3 წლის წინ გარდაეცვალა და ამ მდგომარეობაში, მაინც თავისი ჟინით თუ მონდომებით ცდილობს ქვეყანა ასახელოს.

ჩემპიონის მხარდამჭერები ცდილობენ, ხმა რაიმე ფორმით, ბიზნეს სექტორს, კომპანიებს და ა.შ. მიაწვდინონ, რათა დაეხმარონ, გაახარონ და გვერდში დაუდგნენ.

დახმარების მსურველ ფიზიკურ პირებს თანხა შეუძლიათ ოჯახის ანგარიშის ნომერზე ჩარიცხონ:

  • საქართველოს ბანკი

#GE92BG0000000161034965

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g