საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დააკავა.
“საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრე კონტროლიორი, პატრულ-ინსპექტორი ლ.რ. დააკავა. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს , რის შემდეგაც ქალმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სხეულის დაზიანება.
“პატრულ-ინსპექტორის მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და სასჯელის ზომად ერთიდან სამ წლამდეთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.