დღევანდელი გადაცემის ,,კანონის ფარგლებში” მთავარი თემაა ოჯახური ძალადობა. რა უნდა იცოდეთ, თუ ასეთი ფაქტების მომსწრე ხართ ან თავად ხართ მსხვერპლი – იურისტი აბელ გეგია გადაცემის სტუმარია.
– პირველ რიგში, გვითხარით, ოჯახური ძალადობის რა ქეისები გაქვთ, ძირითადად, რა საკითხებზე სჭირდებათ თქვენი დახმარება?
– ქეისები სხვადასხვაგვარია: მეუღლეებს შორის, მშობლების მიმართ, ბავშვის მიმართ ანუ ზოგადად ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა., ძირითადად, მსხვერპლი არის ქალი მამაკაცის მხრიდან, თუმცა ყოფილა ისეთ შემთხვევები, როცა ქალი მოხუცი მშობლის მიმართ ძალადობა
– როგორია ამ მხრივ მომართვიანობა?
– რაც შეეხება მომართვიანობას, როდესაც ოჯახში ძალადობის ფაქტია, გამოიწერება შემაკავებელი ორდერი ანუ გამოიძახებენ პატრულს, ის ახდენს მოძალადის და მსხვერპლის იდენტიფიცირებას. ყოფილა შემთხვევა, როცა მსხვერპლი განცხადებით მიმართავს პოლიციას. ასეთ დროს პოლიცია ვალდებულია, შემაკავებელი ორდერი გამოწეროს. ხშირად რთულია იმის გამიჯვნა, რეალურად მსხვერპლია თუ არა ის, ვინც პოლიციას მიმართა. ამიტომ შემაკავებელი ორდერის გამოწერამდე ორივე მხარეს უნდა გაესაუბროს. გვაქვს არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის ფაქტები.
– რამდენად მუშაობს შემაკავებელი ორდერი, ზოგჯერ ეს მოძალადეს საერთოდ არ აფერხებს?
– ეს ინდივიდუალურია. არის შემთხვევები, როცა მუშაობს ორდერი , ზოგჯერ – არა. მქონია შემთხვევა, როცა მსხვერპლი სასამართლოს მიმართავს, ასეთ დროს უკვე სასამართლოც აფრთხილებს მოძალადეს, ხშირად ეს უფრო ამართლებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს მექანიზმები, შესაბამისი პრევენციული ზომები.
– სად ხედავთ ამ სიტუაციებიდან გამოსავალს და რა რჩევებს და რეკომენდაციებს მისცემთ, როგორც იურისტი მოქალაქეებს?
– უნდა ვეცადოთ, რომ ამ კუთხით ინფორმირებულობა, განათლება საზოგადოების. ყველას ვურჩევ, რომ პირველ რიგში, ძალადობის დაფიქსირებისას უნდა გამოიძახონ პატრული და შესაბამისად, ქომის გამოწერა. მთავარია, მხარეებს დაშორება მოხდეს, რომ უფრო მწვავე კონფლიქტში არ გადაიზარდოს. მნიშვნელოვანია ერთი საკითხი – ძალადობაში მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ იგულისხმება, დამცირება, მუქარა, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობა… ასეთ შემთხვევაში სოციალურ ორგანოებს უკიდურეს შემთხვევაში ბავშვის ჩამორთმევის უფლებაც კი აქვს. ეს იმ დროს, თუ ბავშვის იქ ყოფნა უკვე გაუსაძლისია. ეს კომპლექსური პრობლემაა და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მთავარია, საგანმანათლებლო კუთხით აქტიურობა, სკოლებში, ტელევიზიებში რგოლების განთავსება და ა. შ.