LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯთ“ პირველადი თამაქოს გადამუშავების დაწყებას გეგმავს

76

„ომეგა ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ოჯთ“  წარმოების გაფართოებასა და პირველადი თამბაქოს გადამუშავების საწარმოო ციკლის დამატებას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, წარმოების გაფართოება საშუალებას იძლევა, რამდენიმე ათეულით კიდევ უფრო გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა.

”ამასთან, ამგვარი გლობალური ცვლილებების განხორციელება, როგორიც არის თვითღირებულების დანახარჯების შემცირება, უზრუნველყოფს უფრო მძლავრ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე და შესაბამისად, აქტიურ ზრდას. აგრეთვე, საექსპორტო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის გაზრდას”, – განაცხადეს „ოჯთ“-ში.

„ოჯთ“, რომელიც დაარსდა 2000 წელს და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებით, აწარმოებს 100-მდე დასახელების სიგარეტის პროდუქციას იმპორტირებული დაჭრილი და მზა თამბაქოს ნედლეულით. სიგარეტის ფაბრიკის აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, რომ საწარმომ მსოფლიოში არსებული ყველა ფორმატის შეფუთვის სიგარეტი აწარმოოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g