დაცული ტერიტორიების სააგენტომ სარგებლობაში გადასაცემად, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მდებარე ვიზიტორთა ცენტრის ნაწილი და ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა გამოიტანა.
ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის ინფრასტრუქტურა კაფეტერიას და სუვენირების მაღაზიას მოიცავს. ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა კი კაფეტერიას და სასტუმროს ნომრებს.
აუქციონში გამარჯვებულები ვალდებულნი არიან დააზღვიონ სარგებლობაში გადაცემული ქონება სარგებლობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყონ გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი წესრიგის, დასუფთავების და სახანძრო უსაფრთხოების დაცვა.
აუქციონში მონაწილეობის საწყისი ფასი, ბრუნვის 10%-ია. აუქციონი 6 მაისამდე გაგრძელდება.
