LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოხანაშვილი: „სალომე ზურაბიშვილი რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ დე-ფაქტო თავმჯდომარეა.. არავითარი შანსები არ აქვთ“

151
Untitled design (2)

„სალომე ზურაბიშვილს წინ გადაეფარა რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“. სალომე ზურაბიშვილი რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და მოწინავე, მათი დე – ფაქტო თავმჯდომარეა. არავითარი შანსები არ აქვთ“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“ – სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

ოხანაშვილის თქმით, პრეზიდენტმა „საქართველოს კონსტიტუციას და საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ზურგი აქცია“.

„მის განცხადებებს არავითარი ძალა არ აქვს, მისი განცხადებები ფუჭია. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანს მოღალატედ იხსენიებდნენ და ვინც მას მოღალატეს ეძახდა, ეს ადამიანი დღეს მასთან არის ალიანსში, ეს ნიშნავს ღალატთან გარიგებას, ერთის მხრიდანაც და მეორეს მხრიდანაც.

ამიტომ მას, ვინც ღალატთან გარიგდება, საზოგადოების მხრიდან ვერავითარი მხარდაჭერა ვერ ექნება, რაც უნდა პოლიტიკურად იაქტიურონ. დიდი ხანია სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური კამპანია აქვს გახსნილი და მასთან დაკავშირებულმა რადიკალებმა რაც უნდა პოლიტიკური კამპანია აწარმოონ, ვერავითარი პოლიტიკური მომავალი ვერ ექნებათ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვათ – ეს ღალატის ტოლფასია საკუთარი ერის წინაშე“ – თეა წულუკიანი პრეზიდენტზე

მამუკა მდინარაძე: უდავო ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება, მას თავისი როლი ექნება „ნაცმოძრაობის“ კლასტერში, მოდაშია ფსევდოშუაშისტური როლი, ისიც ამ ტრენდში ზის

ზარქუა პრეზიდენტზე: „გაჩერდით, მისი რეიტინგი არ გაიშვას – ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა გათხაროთ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ, გაშიფრული ხართ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g