LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვათ – ეს ღალატის ტოლფასია საკუთარი ერის წინაშე“ – თეა წულუკიანი პრეზიდენტზე

344
BeFunky-collage

„იმედი მაქვს, 15 დეკემბერს ყველანი ერთად, განურჩევლად სტატუსისა, წარმომავლობისა, პარტიული მანდატისა და პარტიული ფერისა, ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებას“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ „გაწბილებულები“ იქნებიან.

„ვიმედოვნებთ, რომ რუსთაველიდან შევალთ ევროკავშირში – საქართველომ ძალიან ბევრი ეტაპი გაიარა აქამდე“ – კამპანიის – პრეზიდენტმა „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა

„რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, ჩიტობანა მერე ვნახოთ. ქალბატონი პრეზიდენტი, მე მგონი გაწბილებული იქნება, იმიტომ, რომ მან ევროკავშირისკენ სავალ გზაზე მოისხა მანტია, რომ ეხმარება ქართველებს და სინამდვილეში ბევრი დაბრკოლება შექმნა. პირდაპირ იძახდა, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ გვეკუთვნის, რაც პრეზიდენტისთვის დაუშვებელია. არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვათ – ეს ღალატის ტოლფასია საკუთარი ერის წინაშე.

„თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“ – სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

ასევე, მან ძალიან ბევრ დიდ ევროპულ ქვეყანაში ჩვენს ელჩებს შეუქმნა საქმიანობაში პრობლემები, იმიტომ, რომ როდესაც საქართველოს ელჩი ინსტრუქციის ფარგლებში ქართველმა ერმა რაც დაავალა, იმ მესიჯებს აჟღერებს, და ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი ამის საპირისპირო განცხადებას აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს თავდაყირა აყენებს ელჩის საქმიანობას. ჩვენს ელჩებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო.

და გაწბილებული იქნება ალბათ, თუკი მათ ნამუსი შერჩენიათ, ყველა ის ოპოზიციონერი, რომელიც ოპოზიციაში ედგა არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საკუთარ ქვეყანას და ხელს უშლიდა მას წარმატების გზაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ჩვენი პიარული გუნდის გაძლიერება ნიშნავს, რომ ჩვენთვის საკმარისი არ არის 55 პროცენტის მიღება, ჩვენი ამოცანაა, კიდევ გავაუმჯობესოთ შედეგი და დავასრულოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g