LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოხანაშვილი: თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება.. არ გამოვრიცხავ, პროტესტი მოჰყვეს

65
ოხანაშვილი და სალომე ზურაბიშვილი

„თუკი პრეზიდენტი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და მეორე მხრივ, ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი პროტესტი მოჰყვეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ადამიანი შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაიღუპოს – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ  სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალების თაობაზე დასმულ კითხვის საპასუხოდ, ასევე თქვა, რომ დასაფიქრებელია და ეჭვს აჩენს, „რას შეიძლება შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა.“

„ხალხის ძალა“: გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის სამსახურში

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის შეწყალების საკითხი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს – უნდა ჰქონდეს დანიშნულება სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის შესაბამისად.

წულუკიანი: პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ თავად გააკეთოს განცხადება, როგორი პოზიცია აქვს შეწყალებასთან დაკავშირებით

თუკი ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება მოხდება, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას და აბუჩად აგდებას, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი პროტესტი მოჰყვება.

ამას შეიძლება საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვეს. თუ ვინმე მზად არის, ერთი მხრივ, კანონის უზენაესობა გათელოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი:

როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსი, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აბუჩად აიგდოს, მაშინ ამას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი ექნება.

არ მგონია, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედიოდეს და ვინმემ გაბედოს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.“– განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პრეზიდენტი: თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება

magti 5g