LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაიღუპოს – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

310
ჯიშკარიანი სააკაშვილი

ექსპერტიზის დასკვნაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი ხაზი გახლავთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. შეიძლება ამის საფუძველი გახდა ინტოქსიკაცია, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა „ფორტუნასთან“ ამერიკიდან მიღებულ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ, მძიმე დეტალებითაა გამოწვეული და სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა მისი საქართველოს ფარგლებს მიღმა გადაყვანა.

არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება

„სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოების მიზნით დაუყოვნებლივ საჭიროებს გაყვანას გერმანიაში, „შარიტეს“ კლინიკაში, რათა მოხდეს სწორი დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა უნდა ველოდოთ ლეტალურ გამოსავალს. ადამიანი [სააკაშვილი] შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაიღუპოს“, – აცხადებს ჯიშკარიანი „ფორტუნასთან“ .

კითხვაზე, როდის შეიძლება მესამე პრეზიდენტი მოწამლულიყო, „ემპათიის“ ხელმძღვანელი პასუხობს:

„ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ექსპერტთა კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ამჟამად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების წამყვანი ფაქტორი არის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული ნეიროინტოქსიკაცია და აქედან გამოწვეული დიაგნოზები.

ორგანიზმში არის ზოგადი ინტოქსიკაცია და მისგან გამოწვეული ძვალ-სახსართა მძიმე მდგომარეობა. ასევე საშარდე სისტემის მძიმე მდგომარეობა, ტემპერატურული რეაქცია და ეს ყველაფერი ერთობლიობაში მძიმე სურათს იძლევა“. – აცხადებს ჯიშკარიანი.

ექსპერტი ასევე საუბრობს ნივთიერებებზე, რასაც შესაძლოა, ეს მდგომარეობა გამოეწვია:

„ამერიკიდან მიღებულია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა თმის ღერთან დაკავშირებით, სადაც აღმოჩენილია მძიმე მეტალები. თმის ღერში აღმოჩენილია ლიმიტირებულ ზღვარს გადაცდენილი ვერცხლის წყალი, ბისმუტი და ბარიუმი“. – ამბობს ექსპერტი „ფორტუნასთან“.

„სააკაშვილის არ უთქვამს, რომ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მივმართო, მითხრა, რომ შეხვდე, დაველაპარაკო და გადავცე მისი ავადმყოფის ისტორია“: შალვა ხაჭაპურიძე 

„სასამართლო რომ არ გვაქვს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა“ – როგორ აფასებს ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილზე ზურაბიშვილის გაკეთებულ განაცხადს

პოპულალურები