LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილის არ უთქვამს, რომ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მივმართო, მითხრა, რომ შეხვდე, დაველაპარაკო და გადავცე მისი ავადმყოფის ისტორია“: შალვა ხაჭაპურიძე 

104
მიხეილ სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილი

„სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური დასკვნა რომ მოგვივა, მივმართავთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. წესით, ეს ამ კვირაში მოხდება“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

როგორც ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის, როგორც სააკაშვილის ადვოკატი, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მოითხოვს, სადაც მას გააცნობს და გადასცემს საექსპერტო დასკვნას.

შეხვდება თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილის ადვოკატებს?

სააკაშვილის ადვოკატები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისვლას გეგმავენ.

„პრეზიდენტთან შეხვედრას მოვითხოვ, რის შემდეგაც გადავცემ აღნიშნულ დასკვნას. შემდეგ იქნება საუბარი სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. სააკაშვილის არ უთქვამს, რომ შეწყალების თხოვნით მივმართო, მითხრა, რომ შეხვდე, დაველაპარაკო და გადავცე მისი ავადმყოფის ისტორია.“ – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g