LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოხანაშვილი: წერეთლის მხრიდან განხორციელდა უბინძურესი პროვოკაცია, რომელიც, სავარაუდოდ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ

173
Untitled design (9)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ვატო წერეთელთან მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს და აცხადებს, რომ წერეთელმა უბინძურესი პროვოკაცია განახორციელა.

“შოკში ვარ ინგა” – ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

როგორც ანრი ოხანაშვილი აცხადებს, საგამოძიებო ორგანოსთან ყველა ნიუანსზე ისაუბრებს:

“ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და პარტნიორებთან არაერთი კომუნიკაცია მქონდა, მათ შორის, საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ადგილი ჰქონდა უბინძურეს პროვოკაციას უმძიმესი შეურაცხყოფით, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაფერი ასახულია კამერებზე, ყველაფერი დაინახა იქ მყოფმა ხალხმა.

ტყუილების კასკადია, რაც ამ ადამიანმა იკადრა, თითქოს ის ჩემთან არ მოსულა, თითქოს მანამდე ხელი ჩამომართვა და მომიკითხა, თითქოს, მივედი და ფიზიკურად გავუსწორდი. იმედი მაქვს, ყველაფერი გასაჯაროვდება და დღის შუქზე გამოვა.

ჩემი მხრიდანაც, ყველაფერი დაფიქსირებულია პროკურატურაში და გამოძიება ყველაფერზე უნდა დაიწყოს, რასაც პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან მეც და ჩემმა კოლეგებმაც.

ყველა სამართლებრივ ნიუანსებზე საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ, ამ ადამიანის მხრიდან უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.

ჩემი ქმედება სრულად ჯდება იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ნებადართული იყო, რომ პროპორციულად განხორციელებულიყო, ყველა ნაბიჯი, ყველა ჩემი ქმედება იმ სამართლებრივ ჩარჩოშია, რომელიც ლეგიტიმურად მე, როგორ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს მქონდა. მქონდა თმების ვალდებულება იქამდე, სადამდეც თმენის ვალდებულება იმ ზღვარს გადავიდა, რასაც დანაშაულის ნიშნები და კონკრეტული საფრთხე ჰქვია. ყველაფერი ასახულია კამერებზე და ყველაფერი დანახულია არაერთი პირის მიერ”, – თქვა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როდესაც საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა.

“ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ვატო წერეთელი, ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი

რას უკავშირებს ვატო წერეთელი ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირებას – “დარწმუნებული ვარ, ჩაიდო გულში, სადაც დამინახა და მიეცა შანსი, გააკეთა ჯგუფური თავდასხმა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g