LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოკუპაციის წინა ხელისუფლებაზე „გადაბრალება“ უკიდურესი მავნებლობა და ძალაუფლებაში მუდმივად ყოფნით განპირობებული ხმებზე ნადირობაა, რომელიც „ომი გინდას?“ – ძახილით, თავად შექმნეს“ – ანდრო გოცირიძე

143
ანდრო გოცირიძე

„გუშინდელი მკვლელობის და გატაცების ფონზე ოფიციალური პირების მიერ ოკუპაციის „გადაბრალება“ წინა ხელისუფლებაზე არის უკიდურესი უზნეობა, მავნებლობა და უბრალოდ, ძალაუფლებაში მუდმივად ყოფნის სურვილით განპირობებული ნადირობა ხმებზე, იმ ელექტორატზე, რომელიც თავად შექმნეს „ომი გინდა?“ – ძახილით“, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი და უსაფრთხოების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე.

აღნიშნულით გოცირიძე გუშინ, სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და კიდევ ერთი მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება და ამ თემის ირგვლივ შექმნილ გარემოებებზე საუბრობს:

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„რეალობა რა იყო? რუსეთისთვის მაშინაც, როგორც ახლა, მიუღებელი იყო შემდგარი დემოკრატია და ინტეგრაციის გახსნილი ველი, შესაბამისად ტაქტიკურად სწორად გათვალა და მოახდინა ქვეყნის ნაწილობრივი ოკუპირება, (სრული რატომ ვერ მოახდინა, ამას მერე დავწერ, ვინმე აუცილებლად დამიწერს კომენტარებში წყალს და პამპერსს.)

სააკაშვილი: „ჩემი სამძიმარი თამაზ გინტურის ოჯახს.. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ისევ მიიჩქმალება, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში.. რუსები სულ უფრო მეტად გავლენ თავს..“

„საქართველოს მართავენ ოკუპანტის დამქაშები და მანამ, სანამ ეს ასეა, ცალკეული ადამიანის სიცოცხლეებიც და ქართული სახელმწიფოებრიობა იქნება დარტყმის ქვეშ“

რა უნდა ექნა მაშინდელ ხელისუფლებას? წინა ხელისუფლების „ბრალი“ ის არის, რომ საქართველომ ომი წააგო. ამას ათასი ობიექტუეი და სუბიექტური ფაქტორი ჰქონდა.

დღეს რომ რუსეთმა ომი დაიწყოს, მოვუგებთ? ობიექტურს ვერ გამოასწორებ, გინდა, არ გინდა, 160 მილიონიანი ქვეყანაა, მოსკვიჩზე ამხედრებული, მაგრამ მაინც დიდი სამხედრო ძალის მქონე.

რაც შეეხება სუბიექტურს, ერთი მაინც თქვას ახალმა ხელისუფლებამ, რა გამოასწორა 11 წლის განმავლობაში. ქმედითი რეზერვი შეიქმნა? სამოქალაქო პირები სამხედრო საკითხებში აღარ ერევიან? პროფესიონალიზმი უფრო მეტად წახალისებულია? სპეცსამსახური აღარ არის პოლიტიზებული?

კალაძე – უმძიმესია დანაშაული, რაც სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა – საქართველო ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი

პარტიულებს აღარ ვიღებთ? კონსოლიდაცია დეოკუპაციის გარშემო გაზრდილია? საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა გაუმჯობესებულია? მაშინ, მახსოვს, ზოგიერთი მკვეთრად დაპირისპირებულიც კი იბრძოდა მოხალისედ. დღეს როგორაა საქმე?

პოლარიზაცია გვჭამს და ამას ხელისუფლება კვებავს.
რაც შეეხება განცხადებებს: რომ ვგმობთ რამეს ვითხოვთ? დასავლეთს გააქტიურებისკენ რომ მოვუწოდებთ, მაგიდაზე რას ვუდებთ? რა დღის წესრიგს ვთავაზობთ? რაზე მივყვებით?

ვოლსკი: „ეს არის დიდი საჩუქარი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ადამიანის სიცოცხლის ფასად „ნაცმოძრაობას“ გაუკეთა

რომ დასანქციროს, ჩვენ შემოვუშვებთ თუ აღვასრულებთ? არაფერი, ამაზეც საარჩევნოდ გეტყვიან, აი, ვთხოვეთ და რა დაგვეხმარა, დაგმობით შემოიფარგლნენო.

ხაჭაპურს შენ უცხობ და ბლინკენმა და ჯონსონმა შვილი უნდა შესწიროს ქართველების ძირძველი მიწების დაბრუნებას.

საბოლოო ჯამში, თავისუფლება გინდა თუ არ გინდა, შენ უნდა იცოდე. „მინდა, თუ სხვები დამეხმარებიან“ არ მუშაობს.

ბორელი: „ევროკავშირი კატეგორიულად გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ყოფნა უკანონოა“

თუ გინდა, დახმარებაც უნდა უზრუნველყო. შენ შენთვის უნდა გადაწყვიტო, ბრძოლა გინდა თუ არა და ეს ბრძოლა მარტო „ომი“ არ არის, როგორც ამას გინერგავენ თავში მხოლოდ იმისთვის, რომ მუდმივად დარჩნენ ხელისუფლებაში.

მუდმივად ყოფნა ვის რატომ უნდა, ეს ცალკე ამბავია და საქართველოში ყველამ იცის. ვისაც მოსვლა უნდა, იმანაც, სამწუხაროდ“. – წერს ანდრო გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: „საზღვრის დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მესაზღვრეებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სამხარაძე: „საკითხი ასე დადგება, რომ მკვლელობის ჩამდენი საქართველოს გადმოეცეს, ეს საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მოხდება“

mazda magti 5g