LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტები 11 მაისს „აზოვსტალზე“ დიდ ქიმიურ თავდასხმას ამზადებენ: ალექსანდრ ლაშინი

173
ალექსანდრ ლაშინი

ოკუპანტები 11 მაისს „აზოვსტალზე“ დიდ ქიმიურ თავდასხმას ამზადებენ. ამის შესახებ ვიდეომიმართვას მარიუპოლის საქალაქო საბჭოს დეპუტატი ალექსანდ ლაშინი ავრცელებს.

მისი განმარტებით, მარიუპოლში ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ხვალინდელი დღიდან გარეთ აღარ გამოვიდნენ.

„ადამიანები მარიუპოლიდან კავშირზე გამოვიდნენ და ახლახანს ჩემთვის გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ 11 რიცხვში მზადდება დიდი ქიმიური თავდასხმა „აზოვსტალზე“ და მარიუპოლში ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ხვალინდელი დღიდან გარეთ აღარ გამოვიდნენ. ჩვენი ბიჭები, ჩვენი გმირები უნდათ რომ რამენაირად გამოიყვანონ „აზოვსტალიდან“,- განაცხადა დეპუტატმა.