რუსი სამხედროები მზად არიან, უკრაინას შავი ზღვიდან დაარტყან.
ამის შესახებ უკრაინული მედია “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობის პრესმდივანზე ვლადისლავ ნაზაროვზე დაყრდნობით წერს.
ამავე ინფორმაციით, რუსული ფლოტის ჯგუფში შედის წყალქვეშა ნავებიც.
“შავი ზღვის ზონაში რუსული ფლოტის საზღვაო დაჯგუფება წყალქვეშა ნავებით მზადაა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შავი ზღვის საოპერაციო ზონაში მყოფი ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების შესახებ აცხადებს დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურიც.
დაზვერვის სამსახურის ცნობით, ზონაში რუსეთის საზღვაო ძალების დაახლოებით 20-მდე ხომალდი და წყალქვეშა ნავი შავია განლაგებული.
“ბოსფორის სრუტე ყველა არათურქული სამხედრო ხომალდისთვის დაკეტილია. შესაბამისად, რუსეთი შავ ზღვაში ჩაძირული კრეისერი “მოსკოვის” ჩანაცვლებას ვერ შეძლებს.
კრეისერისა და სადესანტო გემის – “სარატოვის” დანაკარგის მიუხედავად, რუსეთის საზღვაო ძალები უკრაინისა და სანაპირო ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას ინარჩუნებენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 28 April 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/kGpbSP2o7L
?? #StandWithUkraine ?? pic.twitter.com/PKEHRgHGJ6
— Ministry of Defence ?? (@DefenceHQ) April 28, 2022